24 ოქტომბერი 2020, 12:38
პროექტი „კინო სკოლაში“ შემოდგომის სეზონს სიახლით იწყებს
კულტურა

ფოტო: ეროვნული კინოცენტრი
გაზიარება
პროექტი „კინო სკოლაში“ შემოდგომის სეზონს სიახლით იწყებს. ამჯერად მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ აპლიკაცია „პროპაგანდა კინოში". აპლიკაცია შექმნილია პროექტ „კინოს კუთხის" ფარგლებში, „შემოქმედებითი ევროპის" მხარდაჭერით.
კინომისიონერებთან საინფორმაციო შეხვედრა უკვე გაიმართა, ისინი აპლიკაციის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, პროექტი „კინო სკოლაში" კვლავ წარმატებით მიმდინარეობს. რეგულაციების დაცვით, საქართველოს 50 სკოლაში გაიმართება ონლაინ გაკვეთილები ახალი კინოსაგანმანათლებლო აპლიკაციის გამოყენებით.





