თამარ იოსელიანი: უპრეცედენტო დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმართ - „საქართველოს რკინიგზამ“ სარკინიგზო ხაზის პროექტირება დაასრულა და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა იმისათვის, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით
ეკონომიკა

თამარ იოსელიანი
ეკონომიკის სამინისტრო
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
მისი თქმით, საქართველო აღნიშნულ ნავსადგურს ავითარებს ე.წ. ლენდლორდ მოდელით.
„უპრეცედენტო დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმართ. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო აღნიშნულ პროექტს გეგმა-გრაფიკის მიხედვით ავითარებს. დღეს ადგილზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ტალღმჭრელის და ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია დაუკავშირდეს შესაბამის სატრანსპორტო კვანძს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, „საქართველოს რკინიგზამ“ სარკინიგზო ხაზის პროექტირება დაასრულა.
„გამოცხადებულია ბაზრის კვლევა იმისათვის, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.




