ევროპა რუსეთთან გაზის ომისთვის ემზადება. შეძლებს თუ არა პუტინი ევროკავშირის გაყინვას?

ფოტო: AFP
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ევროკავშირმა გ აზის მიწისქვეშა საცავები ვადამდე ორი თვით ადრ ე შეავსო. თუმცა, რეზერვები არ იძლევა გამარჯვების გარან ტიას რუსეთთან გაზის ომში, რომელიც ვლადიმერ პუტ ინმა უკრაინაში შეჭრამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო .
BBC-ის ინფორმაციით, შეძლებს თუ არა ევროპა ახალი კრიზისის თავიდან აცილებას, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. აქ მნიშვნელოვანია ზამთარი თბილი იქნება თუ ცივი, შეძლებენ თუ არა ევროპელები ქამრების კიდევ უფრო მკაცრად მოჭერას და იქნება თუ არა რაიმე შეფერხება გაზის მიწოდების მიმართულებით, რუსეთის გვერდის ავლით. ჯერჯერობით არსებული სიტუაცია და პროგნოზი ევროპისთვის დამაიმედებელია. თუმცა, მაშინაც კი, თუ ყველაფერი გამოვა, მთავარი კოზირი მაინც პუტინის ხელშია. თუ ის გადაწყვეტს ვა-ბანკზე წასვლასა და ევროპისკენ მიმავალი ბოლო ორი მილსადენის გადაკეტვას (უკრაინისა და თურქეთის გავლით), ევროპა ფართომასშტაბიან ენერგეტიკულ კრიზისს ვერ აიცილებს. მართალია, არ არის აუცილებელი, რომ ეს მომავალ ზამთარში მოხდეს, სწორედ ზემოთ ხსენებული რეზერვების დამსახურებით.
რა ხდება?
ტრადიციულად, ევროკავშირში არსებული მიწისქვეშა გაზის საცავები, როგორც წესი, გაზაფხულზე იცლება და ივსება ნოემბრისთვის, როდესაც ჩრდილოეთ ევროპის მოსახლეობა გაზის გათბობას რთავს. გასული ზამთარი თბილი იყო და რეზერვის ნახევარზე მეტი საცავებში დარჩა. მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი“ ჯერ კიდევ არ იყო აფეთქებული და საცავების შევსებაც მხოლოდ 80%-ით იყო დაგეგმილი. წელს ნორმატივი გაიზარდა და ახლა სარეზერვო ობიექტები საშუალოდ 95%-მდეა შევსებული.
ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ლატვიასა და საფრანგეთში, საცავები 90%-იან მაჩვენებელზეა. თუმცა ისეთ სახელმწიფოებში, სადაც კონცენტრირებულია გაზის მიწისქვეშა საცავების ძირითადი სიმძლავრეები (გერმანია, ნიდერლანდები, ავსტრია, უნგრეთი), უკვე 95%-მდეა შევსებული. ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა 100 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გაზი დააგროვა. ეს მაჩვენებელი კი ზამთრის მოთხოვნის დაახლოებით მესამედს დაფარავს.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ივლისის პროგნოზის მიხედვით, საერთო ჯამში, ევროკავშირის 27 ქვეყანა, სადაც 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 2023 წელს 490 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. ამ მიმართულებით არსებული მოთხოვნის პიკი კი მხოლოდ ზამთარშია. ვინაიდან კრიზისის თავიდან ასაცილებლად საცავების ბოლომდე შევსებაც არ არის საკმარისი, ევროპა ეკონომიისა და გაზის მიღების ალტერნატიულ გზებს ეძებს.
უკრაინული საცავების დახმარება
როგორც ჩანს, ალტერნატივაც ნაპოვნია - უკრაინული საწყობები. ევროპულისგან განსხვავებით, ისინი ახლა მხოლოდ 35%-ით არის სავსე. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა თავისი შესაძლებლობების 90%-ს მიაღწია, მკვეთრად გაზარდა მიწოდება უკრაინაში. მილსადენების ყოველკვირეული მოცულობა, რომელიც ოდესღაც პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს რუსული გაზით ამარაგებდა და ახლა რევერსის რეჟიმში მუშაობს. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ საცავში არსებული გაზის დონე ევროკავშირისთვის კომფორტული ზამთრის გარანტიას იძლევა.
„ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი (ცივი ზამთარი და თხევადი გაზის მიწოდების შემცირება მსოფლიო ბაზარზე), გაზი საცავებში მაინც დარჩება, თუნდაც რუსეთიდან მიწოდება შეწყდეს“, - ამბობს Bruegel-ის ანალიტიკოსი გეორგ ზაკმანი. „რუსეთი ახლა ევროკავშირს თვეში დაახლოებით 1,7 მილიარდ კუბურ მეტრს აწვდის. ასე რომ, მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაშიც, ეს მომავალ ზამთარში გაზის დეფიციტს არ გამოიწვევს“, - იმავე აზრზეა ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატის მთავარი ეკონომისტი მიგელ ჰილ ტერტრე. თუმცა ამ სცენარის მიხედვით, გათბობის სეზონის ბოლოს საწყობებში გაზი თითქმის აღარ დარჩება, რაც პრობლემებს მომავალ ზამთარში შექმნის.
"პუტინი ევროპის დახრჩობაზე ფიქრობდა"
ანალიტიკოსებს აინტერესებთ გამოიყენებს თუ არა პუტინი თავის ბოლო კოზირს იმ სიტუაციაში, როდესაც ევროპის სრული გათიშვაც კი მყისიერ შედეგს არ იძლევა. „პუტინი ევროპის დახრჩობაზე ფიქრობდა, ეს იყო გეგმა A. გეგმა B კი არ არსებობდა“, - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენელმა, ტატიანა მიტროვამ. კრემლმა ონკანის მოჭერა უკრაინაში შეჭრამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. მაშინ ევროპა უფრო დაუცველი იყო. ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირი რუსეთს ახალი მილსადენებით სულ უფრო მეტად უკავშირდებოდა და შესაბამისად, რუსული გაზი ევროპის მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებდა. სწორედ მაშინ, როდესაც სიტუაცია შეუცვლელი ჩანდა, „გაზპრომმა“, რომელსაც პუტინი აკონტროლებდა, მიწოდების სისტემატური შემცირება დაიწყო. ეს უკრაინაში შეჭრამდე წელიწად-ნახევრით ადრე მოხდა.
სამხედრო ბლიცკრიგის წარუმატებლობის შემდეგ, კრემლმა ევროკავშირის წინააღმდეგ გაზის ომში მეორე ფრონტი გახსნა იმ იმედით, რომ ენერგეტიკულ კრიზისსა და სოციალურ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა ევროკავშირის 27 ქვეყანას, უკრაინას თავდაცვაში დახმარებოდნენ. მიწოდება ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. თუმცა, ევროპამ უკან არ დაიხია და გაზის დაზოგვა დაიწყო. ევროკავშირმა თითქმის 1 ტრილიონი ევრო დახარჯა მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად, ასევე - ძვირადღირებული თხევადი გაზის ალტერნატიული მიწოდების ორგანიზებისთვის. ევროპელთა სასიხარულოდ, გასული ზამთარიც უჩვეულოდ თბილი იყო.
შუალედური გამარჯვებით შთაგონებულმა ევროკავშირმა კონტრშეტევა წამოიწყო და რუსული ნავთობისა თუ ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე თითქმის სრული ემბარგო დააწესა. გაზს სანქციები არ შეხებია, მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ მასზე ნებაყოფლობით თქვა უარი. ამავდროულად, ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2027 წლისთვის საწვავი წიაღისეულის რუსეთიდან შესყიდვაზე სრულად უარს იტყვის. ამით მან აღიარა, რომ უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში რუსული ნახშირწყალბადების გარეშე არსებობას ვერ შეძლებს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი რუსული მილსადენის გაზზე ახლა 8%-ზე ნაკლებით არის დამოკიდებული. თუმცა ამ 8%-ის ჩანაცვლება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შარშანდლის მსგავსად, გაზის მოხმარების კიდევ 15%-ით შემცირება შესაძლებელი ვეღარ იქნება, რადგან მრეწველობამაც და მოსახლეობამაც დაზოგვის შესაძლებლობები ამოწურა. ახალი სქემა კი ძვირადღირებული და შრომატევადი წამოწყებაა. ევროკომისარ კადრი სიმსონის თქმით, მიზნის ხელახლა მიღწევის შემთხვევაში, ევროკავშირი 2024 წლის მარტამდე კიდევ 65 მილიარდ კუბურ მეტრს დაზოგავს. IEA-ს შეფასებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში გაზის მოთხოვნა 30 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდა. ამგვარად, სიმსონის პროგნოზები რომ რეალობად იქცეს, ევროპელებს, გასული წლის ზამთრის მსგავსად, ეკონომია მოუწევთ. ჯერჯერობით ევროპის კოპერნიკის ცენტრი დასავლეთ ევროპაში ოქტომბერში ნორმალურ ტემპერატურასა და ზოგადად, ახალ წლამდე ზომიერ ამინდს პროგნოზირებს. თუმცა როგორც წესი, ყველაზე ცივი თვეები იანვარი და თებერვალია, თუმცა მათზე პროგნოზები ჯერ არ არის გაცემული.
რა შეაკავებს პუტინს ესკალაციისგან?
ევროპას მხოლოდ იმის იმედიღა დარჩენია, რომ მოუ ლოდნელად კრემლში პრაგმატიზმი გაიმარჯვებს და პუტინი დათანხმდება გაზის მიწოდებას 2027 წლამდე, მაშინ ხომ თავად ევროკავშირი აპირებს რუსუზ გაზ ზე უარის თქმას. ანალიტიკოსები ამ სცენარის სასარგებლოდ სამ ა რგუმენტს ასახელებენ. ჯერ ერთი, რუსეთს ომისთვის ფული სჭირდება. მეორე მხრივ, ევროკავშირში მილსადენის ექსპორ ტის შემცირებით, ნაციონალური ჩემპიონი „გაზპრომი “ კარგავს არა მხოლოდ მოგებას, არამედ უთმობს ევრ ოპულ ბაზარს თავის კონკურენტს - «ნოვატეკს», რადგა ნ ის თხევადი გაზის მიმწოდებელია. გარდა ამისა, რუსული გაზის მყიდველად ევროკავშ ირში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა დარჩა. მათ შორის არის უნგრეთი და სერბეთი. ონკანის გათიშვით კი კრემლი ამ გავლენასაც დაკ არგავს.





