დანია რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან აძევებს
დანია რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან აძევებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მან ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს“. მინისტრის ცნობით, მიზეზი დანიაში უკრაინელი რეპერის მკვლელობის სავარაუდო გეგმაა, რომლის უკანაც, დანიის სპეცსამსახურების ვარაუდით, რუსეთი დგას. მკვლელობის მცდელობის საქმეზე დანიის ორი მოქალაქეა ბრალდებული, ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან
















