მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი გათამაშების დასკვნით ტურში ერთმანეთს ორი ჯგუფის ლიდერი შეხვდება
მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი გათამაშების დასკვნით ტურში ერთმანეთს ორი ჯგუფის ლიდერი შეხვდება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2026 წლის სეზონს ამერიკასთან მატჩით დაასრულებს. მიხეილ მესხის სტადიონზე ბორჯღალოსნები ზედიზედ მეექვსე გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. ორივე გუნდმა ხუთივე მატჩი მოიგო და 24 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-13 ადგილზეა, ამერიკა კი მე-14 პოზიციას იკავებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ
















