უკან25 ოქტომბერი 2026, 11:20
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, 6-4, 6-7, 6-3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილმა 7 ეისი მოაწოდა. ნიკოლოზმა ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და რვიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ფინალში, რომელიც დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ბასილაშვილის მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იქნება.
გაზიარება






