უკან25 ოქტომბერი 2026, 11:17
ლევან კოღუაშვილს, „ოქროს გლობუსის“ ჯილდო გადაეცა
ლევან კოღუაშვილს, „ოქროს გლობუსის“ ჯილდო გადაეცა. ტაშკენტში, აბრეშუმის გზას მიძღვნილ ღონისძიებაზე, სპეციალური ჯილდო რეგიონის გამორჩეულ და წარმატებულ კინოშემოქმედებს მისცეს, მათ შორის დასახელდა ქართველი რეჟისორი ნომინაციაში „ოქროს გლობუსის ნოვატორი“. ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ჰოლივუდის მსახიობი ედრიან ბროდი დაესწრო, რომელმაც კოღუაშვილს გამარჯვება მიულოცა. ჯილდო ქართველ რეჟისორს ამერიკელმა მუსიკოსმა, რეპერმა და აქტივისტმა გადასცა, რომელიც 2015 წელს „ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში, ფილმისთვის „სელმა“.
გაზიარება






