ბათუმში წყალბურთის „შავი ზღვის თასის“ დასკვნითი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს
ბათუმში წყალბურთის „შავი ზღვის თასის“ დასკვნითი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს. ტურნირი საქართველოს ეროვნული საწყლოსნო სახეობათა ფედერაციისა და წყალბურთის კლუბ „აპოლოს“ ორგანიზებით ისტორიაში პირველად ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 75 ათას ევროს შეადგენს. ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ იაპონური „კაშივაზაკი“ 12:10 დაამარცხა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. მე-5 ადგილისთვის გამართულ მატჩში კი საქართველოს ჩემპიონმა „აპოლომ“ „მარსელი“ 16:15 დაამარცხა და მეხუთე პოზიცია დაიკავა. ტურნირის ჩემპიონობისთვის კი მსოფლიო წყალბურთის ორი გრანდი „პრო რეკო“ და „ფერენცვაროში“ იბრძოლებენ. ფინალური მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.










