უკან18 ოქტომბერი 2026, 17:15
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ჩემპიონია
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ჩემპიონია. ალჟირში გამართული პრესტიჟული ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი კრისტიან რაბი 15-12 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ბაზაძემ ფრანგ, რუმინელ და იაპონელ მეტოქეებს აჯობა. 33 წლის ქართველ მოფარიკავეს კარიერის განმავლობაში ორჯერ ევროპის ჩემპიონატი, თითოჯერ კი მსოფლიოს პირველობა და ევროპული თამაშები აქვს მოგებული.
გაზიარება










