უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალები
<p>ფოტოხაფანგები, მუდმივი მონიტორინგი და მკაცრი კონტროლი - სახელმწიფო ტყის ქურდების წინააღმდეგ. ხარაგაულში, ტყის მასივში დამონტაჟებულმა ფარულმა კამერამ უკანონო ჭრის მორიგი ფაქტი დააფიქსირა. სამართალდამრღვევი, რომელსაც მოპოვებული წიფელი მალულად გადაჰქონდა, იდენტიფიცირებულია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თითქმის ათასამდე დარღვევა გამოვლინდა, ორმოცამდე იატაკქვეშა სახერხი საამქრო დაილუქა, 110 საქმეზე კი გამოძიება დაიწყო.</p>















