მადლობა FBI- სგან
წარმატებული პარტნიორობა და მადლობის წერილები გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობისგან. საქართველოს სამართალდამცავ და საგამოძიებო უწყებებში გამოძიების ფედერალური ბიუროს თბილისის ოფისის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა. ქვეყნის გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ამერიკულმა მხარემ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის FBI-ის დირექტორის, ქეშ პატელის მადლობის წერილები გადასცა. მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივები, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეტალები, კიბერუსაფრთხოება და ერთობლივი ოპერაციები განიხილეს.














