პლასტიკის ჭურჭელი - რეგულაციები
<p>კვების ობიექტებში პლასტმასის ჭურჭლის გამოყენების შემცირების მიზნით, რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტებებს აკეთებს. პირველი ივლისიდან იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მომხმარებლებისთვის მზა სურსათის მიწოდება. რაც შეეხება წარმოებას, იმპორტსა და ბაზარზე განთავსებას, შეზღუდვა პირველი აპრილიდან უკვე მოქმედებს. სასმლის მიწოდება პლასტმასის ჭურჭლით კი 2031 წლიდან აიკრძალება</p>














