შეხვედრა შს მინისტრთან
ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით საქართველოში არსებულ ვითარება განიხილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა. შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ მაიკლ ო’ფლაერტს დეტალური ინფორმაცია გააცნო როგორც სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, ასევე მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც













