საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ოკუპირებული რეგიონები, უსაფრთხოების გამოწვევები და შუა დერეფნის როლი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ოკუპირებული რეგიონები, უსაფრთხოების გამოწვევები და შუა დერეფნის როლი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციამ ბელგიასა და ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილეს. ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ლუქსემბურგელ კოლეგასთან შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება















