მესამე დღეა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი კობახიძე მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს
უკვე მესამე დღეა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი კობახიძე მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა და უსაფრთხოების გამოწვევები - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა მაღალი დონის შეხვედრებზე. გაიმართა პანელური დისკუსიებიც, სადაც ყურადღება გამახვილდა კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების გზებზე. ირაკლი კობახიძე შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და კომუნიკაცია ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან. შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის















