უკან22 ივლისი 2026, 00:48
უნიკალური აღმოჩენა ლეჩხუმში
ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე, 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს. აღნიშნული არტეფაქტები ადასტურებს, რომ გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანაში, კავკასიის სპილენძის ლითონ წარმოებაში ლეჩხუმი წამყვან როლს ასრულებდა. არქეოლოგიური სამუშაობი, ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებისა და უცხოელი მკვლევრების მიერ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
გაზიარება













