უკან22 ივლისი 2026, 00:36
ჯარის ბანაკი
სამხედრო მომზადება, საინჟინრო და სამთო საქმე, პირველადი დახმარების კურსი და ეროვნული გმირების სახელობის ოცეულები - პროექტი „ჯარის ბანაკი“ კოჯორსა და საჩხერეში მე-9-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მასპინძლობს. 3 წლის განმავლობაში პროექტში 5 ათასამდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. წელს პროგრამას ახალი კომპონენტი - „საპატრიარქოს საათიც“ დაემატა.
გაზიარება













