უკან18 აპრილი 2026, 19:09
ზელენსკი: რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში
რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბელარუსის სასაზღვრო ზონაში უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გზების მშენებლობა და საარტილერიო პოზიციების მოწყობა მიმდინარეობს. მივიჩნევთ, რომ რუსეთი ისევ შეეცდება ბელარუსის ჩათრევას თავის ომში“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ხასიათმა და შედეგებმა ბელარუსის ხელმძღვანელობას შეცდომების დაშვებისგან თავი უნდა შეაკავებინოს
გაზიარება


















