უკან18 აპრილი 2026, 18:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, ტაშკენტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის უზბეკ კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პარტნიორობის გაფართოებასა და განმტკიცებაზე. ასევე ხელი მოაწერეს უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. რომლის მიზანს წარმოადგენს, მხარეთა შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება, დანაშაულის პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების საკითხებში. გეკა გელაძემ აზიზ ტაშპულატოვს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია. უზბეკეთში შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად იმყოფება
გაზიარება


















