12 აპრილი 2017, 23:26
imedi
Reebok-მა ნაქსოვი ბოტასები გამოუშვა
ტექნოლოგიები

გაზიარება
Reebok -მა დარბაზში სავარჯიშოდ და ქალაქში გარბენებისთვის ახალი მოდელის ბოტასები წარმოადგინა - ამის შესახებ lenta.ru იუწყება.
ფეხსაცმელ UltraKnit -ის მატერიით არის დამზადებული, რაც მწარმოებლების თქმით, ხელს უშლის ხახუნს. მისი ზედა ნაწილი დამზადებულია ნაქსოვი ჟაკარდით. ამის გამო ის მალე შრება, არ კარგავს ფორმას და სასუნთქ თვისებებს.
ბოტასები ფერებშია წარმოდგენილი როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვისაც. ის უკვე გაყიდვაშია ფირმის მაღაზიებში.





