პედიატრები: ძაღლები ბავშვებს ალერგიისა და სიმსუქნის განვითარებისგან იცავენ
ტექნოლოგიები

კანადის უნივერსიტეტის მეცნიერები სწავლობდნენ შინაური ცხოველების ზეგავლენას ნაყოფსა და ბავშვზე. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ოჯახების ბავშვებში ყველაზე ხშირად გვხვდება ბაქტერიები Oscillospira და Ruminococcus-ი. პირველი ამცირებს სიმსუქნის ალბათობას, ხოლო მეორე - ალერგიას. კვლევას ვრცლად გამოცემა Microbiome ავრცელებს.
კვლევის ავტორებმა, 746 კანადელი ბავშვის მონაცემი გააანალიზეს, რომლებიც 2009-2012 წელს დაიბადნენ. დადგინდა, რომ 8%-ს, ქალის ფეხმძიმობის პერიოდში, სახლში შინაური ცხოველი ჰყავდა, თუმცა ბავშვის დაბადების შემდეგ ცხოველი სახლიდან წაიყვანეს. მთავარი მიზეზი, ალერგიის თავიდან აცილება იყო. 746-დან 46,8%-ს კი სახლში ცხოველი ორსულობის დროს ჰყავდათ და ბავშვის გაჩენის შემდეგაც.
სპეციალისტებმა პირველი 3 თვის განმავლობაში ბავშვების დაგროვილი ფეკალური მასის ნიმუშები აიღეს. შემდეგ კი გააანალიზეს გენეტიკური კვალისა თუ სხვა ბაქტერიების არსებობა ადამიანის ნაწლავში. Oscillospira-სა და Ruminococcus ჯგუფის ბაქტერიები აღმოაჩნდათ იმ ბავშვებს, რომლებსაც სახლში ცხოველი ჰყავდათ.
სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია რომ ეს ბაქტერიები ამცირებენ წონის მომატების ალბათობას და ალერგიის გაჩენას.
გზა, რითაც ეს ბაქტერიები ბავშვების ნაწლავში ხვდება,სრულად ნათელი არ არის. მეცნიერების ვარაუდით, მშობიარობის შემდეგ შინაური ცხოველის (70%-ის შემთხვევაში ეს ძაღლი იყო) სიახლოვეს შეეძლო მათი დამახასიათებელი ბაქტერიების გადატანა.





