imedi
ირმის ნახტომის მკვდარი ტყუპისცალი აღმოაჩინეს
ტექნოლოგიები
ასტრონომების საერთაშორისო გუნდმა მკვდარი გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელიც წლოვანებით ირმის ნახტომის ტოლია. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ „ნაადრევი დაბერების“ მიზეზი, ვარსკვლავების დაბადების სისწრაფე იყო. კვლევას ვრცლად გამოცემა Phys.org-ი აქვეყნებს.
გალაქტიკა ZF-COSMOS-20115, დედამიწისგან დაახლოებით 12 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით, დიდი აფეთქების შემდეგ 1,65 მილიარდ წელიწადში წარმოიქმნა. ირმის ნახტომთან შედარებით მცირე ზომისაა, მაგრამ მაღალი სიმჭიდროვით გამოირჩევა. მის სივრცეში დაახლოებით 300 მილიარდი ვარსკვლავი იყო.
მეცნიერები გალაქტიკას ჰავაის არქიპელაგზე მდებარე კეკის ობსერვატორიაში სწავლობდნენ. როგორც აღმოჩნდა 700 მილიონი წლის ZF-COSMOS-20115-ს 5-ათასჯერ მეტი ვარსკვლავი ჰქონდა. ასეთი სიჩქარის გამო, გალაქტიკამ ამოწურა თავისი„საწვავის“ ოდენობა 100 მილიონზე ნაკლებ წელიწადში.
ექსპერტების თქმით, ZF-COSMOS-20115-ის ევოლუცია არსებული თეორიების მოდელებში არ ჯდება, ამიტომ ჯერჯერობით შეუძლებელია ვარსკვლავების სწრაფი განვითარების მიზეზის დადგენა.





