Imedi
Galaxy S8 უფრო გამძლეა, ვიდრე iPhone 7S
ტექნოლოგიები
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მოყვარულებმა უკვე დაიწყეს ახალი Galaxy S8-ისა და iPhone 7S-ის მონაცემებისა და გამძლეობის შედარება.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა Youtube-ზე მობილურების chrash-ტესტი ატვირთა. შედეგები საკმაოდ საინტერესოა.
ვიდეოში მომხმარებელი Galaxy S8-სა და iPhone 7S-ს ორჯერ აგდებს ბეტონის ზედაპირზე. ტესტების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Galaxy S8 დღეს არსებულ მობილურებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამძლე სმარტფონია.
crash-ტესტის დროს, მობილურები 1.5 მეტრის სიმაღლიდან ეკრანით დააგდეს ბეტონის ზედაპირზე.
iPhone 7S-ის ტესტირება მობილურისთვის ძალიან ცუდად დამთავრდა - დისპლეი ნამსხვრევებად იქცა, მობილური კი გაითიშა.
Galaxy S8-ის ტესტირებისას, რომელიც ასევე 1.5 მეტრის სიმაღლიდან ეკრანით დააგდეს ბეტონზე, დაგდებისას მობილურის ზედა კუთხე მცირედით დაზიანდა, დისპლეიზე კი თითქმის შეუმჩნეველი ნაკაწრები გაჩნდა. თავად სმარტფონს ფუნქციონირება არ შეუწყვიტავს.
კომპანია Samsung-მა Galaxy S8 29 მარტს წარადგინა. მარტში წარადგინა კომპანია Aplle-მაც წითელი ფერის iPhone 7S.





