imedi
ნეკერჩხლის სიროფი ანტიბიოტიკების ზემოქმედებას აძლიერებს
ტექნოლოგიები

აშშ-ის მეცნიერების თქმით ნეკერჩხლის სიროფს ანტიბიოტიკის ზემოქმედების გაძლიერება შეუძლია. ამის შესახებ მათ 253-ე ამერიკელ ქიმიკოსთა კავშირის შეხვედრაზე ისაუბრეს.
მეცნიერებმა ნეკერჩხლის სიროფისა და ანტიბიოტიკის ერთობლივი მოქმედება ბაქტერიების 3 ჯგუფზე გამოსცადეს: E.coli (ნაწლავის ჩხირი ბაქტერია), Proteus mirabilis (ზოგიერთ სასქესო ინფექციებზე პასუხისმგებელი) და Pseudomonas aeruginosa (ნოზოკომიური ინფექციების გამომწვევი).
როგორც აღმოჩნდა, მიკრობების გასანადგურებლად სიროფის გამოყენება პოპულარულია კანადაში. მკვლევრების ცნობით, ნეკერჩხალი 90%-ით ამცირებს ანტიბიოტიკების მიღების დოზას.
ნეკერჩხლის სიროფის ეფექტიანობა გამოიხატება მის თვისებაში, რომლის საშუალებითაც ანტიბიოტიკი უფრო ადვილად აღწევს ბაქტერიის დამცავ კედელში.





