imedi
სინგაპურში Samsung-ის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა
ტექნოლოგიები

სინგაპურში მდებარე Samsung-ის მაღაზიაში გუშინ ცეცხლი გაჩნდა. ეს ამბავი ერთი დღით ადრე მოხდა, სანამ კომპანია ახალ Samsung Galaxy S8-ს საზოგადოებას წარუდგენდა. ინფორმაციას Business Insider-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
როგორც Channel News Asia-ს Samsung-ის წარმომადგენელმა განუცხადა, ხანძარი დილაადრიან გაჩნდა, როდესაც მაღაზიაში ჯერ არავინ იყო მისული. ის ირგვლივ მდებარე მაღაზიებში არ გავრცელებულა. კომპანიაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ არ იციან.
ინციდენტმა საზოგადოებას კომპანიის ბოლო მარცხი გაახსენა, როდესაც Samsung Galaxy Note 7-ი მომხმარებლებს უფეთქდებოდათ და ეწვებოდათ. საბოლოოდ, კომპანიას Samsung Galaxy Note 7-ის ბაზრიდან გატანა მოუხდა, რითაც კომპანიამ 5.5 მილიარდი დოლარით იზარალა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ Samsung-ის განახლებულ Galaxy Note 7-ს მალე ჩაუშვებს გასაყიდად.როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათ გამოასწორეს სმარტფონში არსებული პრობლემები, რაც მის აალებასა და წვას იწვევდა.





