imedi
აფრიკას მსოფლიოს ელექტროენერგიით მომარაგება შეუძლია
ტექნოლოგიები

საჰარა აფრიკა
აშშ-ის მკვლევარებმა აფრიკის ქვეყნების მზისა და ქარის ენერგიის პოტენციალი გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ მისი პოტენციალი უმსხვილესია - იმდენად, რომ ადგილობრივი ეკონომიკა უახლოეს მომავალშიც კი ვერ შეძლებს მის მთლიან გამოყენებას. კვლევას ვრცლად გამოცემა National Academy of Sciences-ი აქვეყნებს.
კვლევა აფრიკის 21 ქვეყანაში ჩატარდა. მათ შორის 16-ს ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აღმოაჩნდა და ყველა მათგანს - მზის ენერგიის. მაგალითად ლიბიასა და სუდანის იმ ზონებში, სადაც დასხივების ხელსაყრელი პირობებია, მზეს შეუძლია 8 ტრილიონი კილოვატ-საათი 1 წელიწადში გაიღოს, ეგვიპტეში - 4 ტრილიონი. აქედან გამომდინარე, მარტო ამ სამი ქვეყნის მზის ენერგიის წარმოება, თითქმის უტოლდება მთელი მსოფლიოს ელექტროენერგიის წარმოების რაოდენობას.
რადგანაც ბუნებრივი წყაროს პოტენციალი მაღალია, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კონტინენტზე ბევრი ენერგოქარხნის გაშენება წაადგება როგორც აფრიკის ქვეყნებს, ისე მთელს მსოფლიოსაც.





