27 მარტი 2017, 22:03
imedi
ისპანახის ფოთოლი ადამიანის ქსოვილად აქციეს
ტექნოლოგიები
გაზიარება
ამერიკელმა მეცნიერებმა ისპანახის ფოთლიდან ადამიანის ქსოვილის შექმნა შეძლეს. მიღებული ბიოლოგიური მასალა შეიძლება გამოიყენონ გულთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ. ამის შესახებ გამოცემა Gizmodo წერს.
ისპანახის ფოთლების თხელი მილები აქვს, რომელშიც წყალი და საკვები ნივთიერები ცურავენ. მეცნიერებმა ამოიღეს მისგან მცენარეული უჯრედები და მხოლოდ ფართო ვენური სისტემა დატოვეს.
ვიდეოზე ჩანს, რომ ფოთლის მილებში გადის სისხლი, რომელიც მთლიან ბიოლოგიური სტრუქტურას კვებავს.





