PlayStation-ის პირველ მოდელს SONY ხელახლა გამოუშვებს
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
PlayStation Classic-ი ასე ერქმევა კომპანია Sony-ს ახალ კონსოლს, რომელიც PlayStation-ის პირველი მოდელის ანალოგია. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
ახალი მოდელი მისი 25 წლის წინანდელი წინაპრის მინიატურული ვერსიაა და პირველ მოდელთან შედარებით 45%-ით პატარა იქნება. ზომის გარდა სხვა მახასიათებლები უცვლელი რჩება. PlayStation Classic ვიზუალურად ძველი კონსოლის ზუსტი ანალოგია.
ახალ-ძველ მოდელს 20 კლასიკური ვიდეოთამაში მოჰყვება. მათ შორის - Tekken 3, Final Fantasy VII, Jumping Flash და R4 Ridge Racer Type 4. კომპლექტში ასევე შედის ორი კონტროლერი და HDMI კაბელი, რომელიც კონსოლის ნებისმიერ თანამედროვე მონიტორზე შეერთების საშუალებას მოგცემთ.
PlayStation Classic ბაზარზე 3 დეკემბრიდან გამოჩნდება და მისი ფასი 99.99 ევრო იქნება.





