imedi
კვლევა: აფრიკელები სიმსუქნისკენ არიან მიდრეკილები
ტექნოლოგიები

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლითაც დადგინდა, რომ აფრიკელები და აფროამერიკელები მიდრეკილები არიან სიმსუქნისკენ. ინფორმაციას EurekAlert-ი ავრცელებს.
მეცნიერებმა მიაკვლეს გენის ერთ-ერთ სახეობას, რომელიც ზედმეტი წონის გამოწვევია და ეს გენი აფრიკული წარმოშობის ადამიანთა მინიმუმ 1%-ს მაინც აქვს.
მეცნიერებმა გამოიყენეს კვლევის ისეთი მეთოდი, რომლის დროსაც სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლების გენომებს ადარებენ ერთმანეთს, რათა დაასკვნან ამა თუ იმ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის გენეტიკურად დამახასიათებელი ნიშნები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მეცნიერები ისეთ გენომს ეძებდნენ, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ზედმეტ წონასთან.
გენეტიკოსებმა დასავლეთ აფრიკის 1624 ადამიანის გენი შეისწავლეს და გაანალიზეს. შემდეგ კი იგივე კვლევა აფროამერიკელებში ჩაატარეს.
მიღებული შედეგით დადგინდა, რომ გენში კოდირებული ცილის სემაფორინ - 4D-ს ადამიანისთვის წონის მომატება 3 კილოგრამამდე შეუძლია და ის აფრიკულ და აფროამერიკული წარმოშობის ადამიანებში გვხვდება. გენის ეს სახეობა ევროპულ და აზიური წარმოშობის ადამიანებში მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული.





