13 მარტი 2017, 20:08
imedi
ახალგაზრდების უცაბედი სიკვდილის მიზეზი დასახელდა
ტექნოლოგიები

გაზიარება
კანადის, სამხრეთ-აფრიკისა და იტალიის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ახალგაზრდების, განსაკუთრებით სპორტსმენების, უცაბედ სიკვდილს იწვევს. სტატიას ვრცლად გამოცემა EurekAlert!-ი აქვეყნებს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მუტაციური გენი, CDH2-ით აღინიშნება. ის მემკვიდრეობითი დაავადება და იწვევს გულის პარკუჭის არითმიას. CDH2-ი გულის კუნთის უჯრედების დამაკავშირებელ მთავარ ცილას ბლოკავს და ამის გამო, ამ მუტაციური გენის მქონე ადამიანებს არითმოგენული დისპლაზიის დაავება სჭირთ.
მეცნიერების აზრით, სწორედ ეს პათოლოგია იწვევს ჯანმრთელი ადამიანების სიკვდილს 35 წლამდე.





