13 მარტი 2017, 16:00
იაპონიაში მცურავ კაფსულა-სასტუმროებს ააშენებენ
ტექნოლოგიები

გაზიარება
იაპონიაში, მალე, მცურავ სასტუმროებს ააშენებენ, რომელიც კაფსულის ფორმის იქნება. ერთ კაფსულა-სასტუმროში 4 ადამიანი შეძლებს განთავსებას. ინფორმაციას The Japan Times ავრცელებს.
ორსართულიან კაფსულა-სასტუმროში ერთი დღე-ღამის ღირებულება 264-352 დოლარი იქნება.
კაფსულა-სასტუმროებს 2017 წლის ბოლომდე Huis Ten Bosch ააშენებს და ისინი ნაგასაკის რეგიონთან მდებარე დაუსახლებელ სანაპიროზე, ქალაქ სასებოსთან ახლოს იცურავებენ.
2015 წელს ქალაქ სასებოში Huis Ten Bosch-ის მიერ აშენებულ სასტუმროში, პირველად მსოფლიოში, კლიენტებს რობოტები ემსახურებოდნენ.





