Facebook-მა მაჭანკლის აპლიკაციის ტესტირება დაიწყო
ტექნოლოგიები

ფოტო: Twitter
Facebook-მა მაჭანკლის აპლიკაციის (Facebook dating app) შიდა ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
გაცნობის აპლიკაცია მომხმარებლებს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის შესთავაზებს კანდიდატებს, თანაც ისეთებსაც, რომლებიც მეგობრებში არ ჰყავთ.
ტესტირების შესახებ გადაწყვეტილება სოცქსელმა ახალი სერვისის დაანონსებიდან ორ თვეში მიიღო. აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია პირველად დეველოპერების F8 კონფერენციაზე, კალიფორნიაში გაჟღერდა.
აპლიკაციის დამოუკიდებელი მკლევარი ჯეინ მანჩუნ ვონგი, რომელიც რეგულარულად ფარდას ხდის ხოლმე Facebook-ის ჯერ არ დანერგილ სიახლეებს, პროგრამირების კოდში შესაბამისი მტკიცებულება იპოვა და ამის შესახებ მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა.
Facebook-ის აპლიკაციას ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Facebook is internally testing Facebook Dating.
— Jane Manchun Wong (@wongmjane) August 3, 2018
I can't go past the signup screen because they are not activating all non-employee Dating profiles because, well, it's "pre-launch" ;) pic.twitter.com/VQFHUJIkuX
რაც არ უნდა იყოს, პროდუქტის შიდა ტესტირება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აპლიკაცია ხელმისაწვდომი მალე გახდება. კომპანიები ხშირად პროდუქტს შიდა ტესტირების პროცესში აუქმებენ.
მაჭანკლის აპლიკაციით Facebook-ი Tinder-ისთვის და OKCupid-ისთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს.
ჯერ კიდევ მაისში, Facebook-ში გამოთქვეს ვარაუდი, რომ ახალი ფუნქცია მომხმარებელს ქსელში უფრო დიდხანს გააჩერებს, რაც კონკურენტებისთვის სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს.
ცუკერბერგის ამ განცხადების შემდეგ, ონლაინ-გაცნობის სერვისის Tinder-ის აქციები 18%-ით დაეცა, IAC კი 14%-ით გაიაფდა.





