Apple-ი იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ გაჯეტებს უფასოდ შეაკეთებს
ტექნოლოგიები

Apple
ფოტო: shutterstock.com
Apple-ი იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ გაჯეტებს უფასოდ შეაკეთებს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
საუაბრია როგორც iPhone-ებზე, ისე Macs-ზე, iPads-სა და iPods-ზე. გამოცემის ინფორმაციით, დახმარებისთვის Apple-ის ტექნიკის მომხმარებელებმა ცხელ ხაზზე, ნომერზე 0120-27753-5 უნდა დარეკონ. შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ Apple-ი დაზიანებულ გაჯეტს აღადგენს.
როგორც Apple-ში განაცადეს, შეკეთების უფასო სერვისი 2018 წლის სექტემბრის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონებში უხვი ნალექის გამო დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ებრძვიან გაუსაძლის სიცხესაც. რეკორდული ტემპერატურის გამო ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 80-ს მიაღწია.





