11 მარტი 2017, 06:05
imedi
მრავალფუნქციური ელექტრონული ფოსტა 25 წლისაა
ტექნოლოგიები

გაზიარება
25 წელი გავიდა მრავალფუნქციური ელექტრონული ფოსტის გამოგონებიდან, - წერს BBC.
ე.წ. სქრინეიჯერების თაობისთვის ალბათ წარმოუდგენელია ის, რომ 1992 წლამდე Word-ის დოკუმენტის, Pdf-ფაილების, სურათების თუ ვიდეომასალების მეგობრისთვის გაგზავნა, უბრალოდ, ტექნიკურად შეუძლებელი იყო.
MIME-ის (Multipurpose Internet Mail Extensions) გამოგონებამ საშუალება მოგვცა, მივამაგროთ ნებისმიერი ფაილი ჩვენს ელფოსტას და გავუგზავნოთ სასურველ ადრესატს.





