imedi
სიკვდილის შემდეგ ადამიანის ტვინის აქტივობა დაფიქსირდა
ტექნოლოგიები

კანადელმა ექიმებმა ტვინის იშვიათი აქტივობა გამოავლინეს. გულის გაჩერების შემდეგ, სპეციალისტებმა დააფიქსირეს დელტა-ტალღა,რომელიც, როგორც წესი, ღრმა ძილის დროს გამოსცემს ვიბრაციებს. ამის შესახებ გამოცემა Science Alert-ი წერს.
მკვლევრები ტვინის ფუნქციონირებას 4 პაციენტზე აკვირდებოდნენ. მას შემდეგ, რაც ერთს კლინიკური სიკვდილი დაემართა, რომლის დროსაც პულსი ჩერდება, აპარატი 10 წუთის განმავლობაში დელტა-ტალღის გამოცემას აფიქსირებდა.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიკვდილი, როგორც ბიოლოგიური მოვლენა, ყველასთვის უნიკალურია და ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, გულის გაჩერების შემდეგ უკავშირდება თუ არა ტვინის აქტივობა სიკვდილისწინა ჰალუცინაციებს და სხვა ჯერ კიდევ აუხსნელ მენტალურ მოვლენებს.





