09 მარტი 2017, 20:47
imedi
ჟენევაში მსოფლიოს სამი საუკეთესო ავტომობილი დასახელდა
ტექნოლოგიები

გაზიარება
ჟენევის ავტოსალონზე კონკურსის "წლის საუკეთესო ავტომობილი მსოფლიოში" (WCOTY) ფინალისტები დასახელდა. გამარჯვებულების სია World Car Awards-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საუკეთესო ავტომობილების სამეულში მოხვდა გერმანული Audi Q5-i და Volkswagen Tiguan-ი და ბრიტანული Jaguar F-Pace. გამარჯვებული ნიუ-იორკში აპრილში დასახელდება.
შარშან წლის საუკეთესო ავტომობილად აღიარეს Mazda MX-5-ი, 2015 წელს კი Mercedes-Benz W205-ი.
კონკურსი WCOTY 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. გამარჯვებულებს განსაზღვრავს მსოფლიოს 70-ზე მეტი ავტოჟურნალისტი.





