imedi
სისხლის კიბოს უძველეს დნმ-ს ღამურა ატარებს
ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ღამურის გენომში პრეისტორიული დეენემი აღმოაჩინეს, რომელიც რეტროვირუსების ოჯახს მიეკუთვნება და შეუძლია ლეიკემიის გამოწვევა. კვლევის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Proceedings of the National Academy of Sciences-ი წერს.
მიიჩნეულია, რომ რეტროვირუსები უძველეს ხანაშიც აინფიცირებდა ადამიანებს, თუმცა ის თავის ნაშთს არ ტოვებდა, ამიტომ მეცნიერებს უჭირდათ მისი წარმოშობის დადგენა, სანამ გენომის კვლევითი მეთოდები არ შეიქმნა.
მკვლევარებმა, გრძელფრთიანთა რამდენიმე ოჯახის ქრომოსომში, რეტროვირუსის ნაშთი იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, ღამურას წინაპარი 20-45 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და მასთან ერთად პრეისტორიული ვირუსიც გაჩნდა.





