imedi
კვლევა: ევროპელებს ელექტროპლედი ურჩევნიათ პარტნიორებს
ტექნოლოგიები

ერთ-ერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ გერმანული ენერგოკომპანიის დაკვეთით, ევროპის 8 ქვეყანაში კვლევა ჩაატარა. საკვლევი თემა შეეხებოდა სიცივისგან გაყინული კიდურების გათბობის საშუალებებს.
გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ სიცივის დროს გათბობის საუკეთესო საშუალება ელექტროპლედია, პასუხების რაოდენობის მხრივ, მეორე ადგილი დაიკავა პარტნიორმა.
კვლევაში მონაწილეობა 8 ქვეყნის მასშტაბით 8 ათასამდე ადამიანმა მიიღო. კვლევაში მონაწილეობდნენ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, იტალიის, უნგრეთის, შვედეთისა და თურქეთის მოქალაქეები. გამოკითხულთა 28%-მა გათბობის საშუალებად ელექტროობა დაასახელა, ხოლო 25%-მა თავისი მეორე ნახევარი.
კვლევაში მონაწილეებმა სხვა პასუხებიც მიუთითეს, მაგალითად, სათბურები (ე.წ.გრელკა) და სხვა მეთოდები.





