imedi
კანის ყველაზე საშიში დაავადებები დასახელდა
ტექნოლოგიები

ჟურნალ EurekAlert!-მა კოლორადოს უნივერსიტეტის ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც ამერიკელმა ექიმება ადამიანისთვის ყველაზე საშიში კანის დაავადებები ჩამოთვალეს.
მეცნიერების სიის შემადგენლობაში შედის დერმატიტი, აკნე, ჭინჭრის ციება, ფსორიაზი, ვირუსული კანის დაავადებები, სოკოვანი ინფექციები, მუნი,მელანომა, პიოდერმია, კანის კიბო (მალანომის გარდა), ნაწოლები და ალოპეცია (თმის ცვენა).
გარდა ამისა, ავტორები რეგიონულ დონეზე, კანის დაავადებებს ცალკე გამოყოფენ. მაგალითად, კანის კიბო უმეტესწილად გავრცელებულია აშშ-ში. მუნის პარაზიტული დაავადება კი წყნარი ოკეანის სამხრეთით და აფრიკის მცხოვრებლებს სჭირთ.
ექიმებს მიაჩნიათ, რომ კანის დაავადებები ინვალიდიზმის გამომწვევი მეოთხე ხარისხის დაავადებაა. მას წინ უსწრებს ანემია, ტუბერკულიოზი და მგრძნობელობითი ორგანოების დაზიანებები.





