imedi
Google-ი ნოუთბუქებს აღარ შექმნის
ტექნოლოგიები

კადრი DetroitBORG / YouTube
Google-ის ვიცეპრეზიდენტმა რიკ ოსტერლომ განაცხადა, რომ კომპანია Chromebook Pixel-ის ნოუთბუქების წარმოებას წყვეტს. ამის შესახებ მან ბარსელონაში, გამოფენა MWC 2017-ზე თქვა, - წერს GSMArena.
ოსტერლოს თქმით, კომპანიას არ აქვს გეგმა ამ ხაზის და ახალი მოწყობილობების განვითარებაზე. იმავდროულად, Chromebook Pixel-ის აქტუალური მოდელი აღარ გაიყიდება მაღაზია Google Store-ში. თავად ბრენდი Pixel-ი განაგრძობს არსებობას და ამ მარკის ქვეშ Google-ის სმარტფონებს გამოუშვებს. კომპანია განაგრძობს ასევე Chrome OS-ის საოპერაციო სისტემის გაუმჯობესებას.
Chromebook Pixel-ის წარმოებაზე უარის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ მისი ფასია. 2015 წლის გაზაფხულზე წარმოდგენილი ნოუთბუქი 1300 დოლარი ღირდა.
ამ ბრენდის ბოლო მოწყობილობები იყო სმარტფონები Pixel-ი და Pixel XL-ი. ისინი 2016 წლის დასაწყისში წარმოადგინეს. ორივე ტელეფონს ჰქონდა პროცესორი Snapdragon 821-ი და 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. სმარტფონებიდან უმცროსი მოდელი 650 დოლარი, ხოლო უფოსი მოდელი - 700 დოლარი ღირდა.





