02 მარტი 2017, 20:52
imedi
ანტარქტიდაზე უპრეცენდენტოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ტექნოლოგიები

ანტარქტიდა
გაზიარება
მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ცენტრმა, ანტარქტიდაზე აბსოლუტური ტემპერატურული რეკორდი დააფიქსირა. ინფორმაციას ავრცელებს Independent-ი.
მკვლევარების თქმით, ტემპერატურამ +17,5 °C -ს 2015 წლის მარტში მიაღწია, მაგრამ ცნობა ამის შესახებ, მათთან გვიან მოვიდა.
საქმე იმაშია, რომ არგენტინული ბაზა, რომელიც ანტარქტიდის ჩრდილოეთით მდებარეობს, ხშირად არ ავრცელებს ინფორმაციას. ამ ბაზაზე, ტემპერატურული მაჩვენებლების უკვე მრავალი წელია ითვლიან. ბოლო რეკორდი 1974 წლის იანვარში, +15°C დაფიქსირდა.





