independent.com.uk
ახალი iphone-ის გარშემო აჟიოტაჟი იწყება
ტექნოლოგიები

iphone 8, სავარაუდოდ, ყველაზე ძვირადღირებული მობილური ტელეფონი იქნება მწარმოებლის ისტორიაში. The Independent გვამცნობს, რომ მობილური ტელეფონის ფასი 1000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
iphone 8 მოიცავს ახალ OLED დისპლეის, რომელიც ტელეფონის წინა ნაწილში განთავსდება. ასევე, პროგრამულად უფრო სწრაფი იქნება და მეხსიერებაც უფრო მოცულობითი ექნება.
მათთვის კი, ვისაც სურს, მაგრამ არ შეუძლია შეიძინოს 5.8-ინჩიანი მობილური, Apple კიდევ უფრო გააიაფებს ადრინდელ ვერსიებს.
iphone 8 გამოირჩევა განსხვავებული და შეცვლილი ე.წ. Home ღილაკით, ცვლილებებს უნდა ველოდოთ ეკრანზეც. 3D კამერა შეძლებს, დაინახოს თავისი მეპატრონე და მოახდინოს იდენტიფიცირება. როგორც The Independent იუწყება, ახალი iphone 8 ბაზარზე წლის ბოლოსკენ უნდა გამოჩნდეს.





