imedi
iPhone 8-ს სტანდარტული USB კაბელი ექნება
ტექნოლოგიები

ახალი iPhone 8-ის შესახებ კიდევ ერთი სიახლე გახდა ცნობილი. ახალ მოდელს სტანდარტული USB-C კაბელი ექნება. ინფორმაციას CNet ავრცელებს.
სტატიის წყაროს ცნობით, ახალი iPhone 8-ის შემქმნელებმა უარი თქვენს არსებულ დამაკავშირებელზე, როგორიც iPhone 7-ს და iPhone 7Plus-ს აქვს და მას USB-C კაბელს გაუკეთებენ, რომელიც სხვა ბევრ სტანდარტულ მოწყობილობაზეც მიდის.
სიახლეა ისიც, რომ ახალ მოდელს Home ღილაკი აღარ ექნება, რაც ეკრანზე ადგილს გაათავისუფლებს.
კომპანია სიახლეების შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Apple-მა ახალი აიფონისთვის Samsung Display 60-ს მილიონამდე OLED- ეკრანი დაუკვეთა.





