Tinder-ის მფლობელის თქმით, Facebook-ის მაჭანკლის ფუნქცია მათ კონკურენციას ვერ გაუწევს
ტექნოლოგიები

Tinder
ფოტო: shutterstock.com
სამაჭანკლო აპლიკაცია Tinder-ი განმარტავს, რომ თავად მას და Match.com-ს Facebook-ის ახალი ფუნქცია კონკურენციას ვერ გაუწევს. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, სოციალური ქსელის გიგანტის მიერ დაანონსებული სიახლე მათ პოზიციებს ვერ დაასუსტებს.
Facebook-მა მაჭანკლის ფუნქციის დამატების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა. ცუკერბერგის კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი ფუნქცია მომხმარებელს ქსელში უფრო დიდხანს ამყოფებს, რაც კონკურენტებისთვის სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს.
ცუკერბერგის ამ განცხადების შემდეგ, ონლაინ-გაცნობის სერვისის Tinder-ის აქციები 18%-ით დაეცა, IAC კი 14%-ით გაიაფდა.





