Facebook-ს მაჭანკლის ფუნქცია ემატება
ტექნოლოგიები

ფოტო: არქივი
სოციალური ქსელი Facebook-ი ახალ ფუნქციას დაიმატებს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს ცხოვრების თანამგზავრის მოძებნა შეეძლებათ. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„Facebook-ში 200 მილიონი ადამიანი საკუთარ თავს მარტოხელად ნიშნავს. ამიტომაც აშკარაა მოქმედების ფართო არეალი. ახალი ფუნქცია დაეხმარება მათ ნამდვილი, ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნაში და არ არის განკუთვნილი ერთი ღამის კავშირებისთვის“, - განაცხადა მან.
გაცნობის სამსახური მომხმარებლებს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის შესთავაზებს კანდიდატებს, თანაც ისეთებს, რომლებიც მეგობრებში არ ჰყავთ. ამასთან, მეგობრები ვერ შეძლებენ მომხმარებლის ანკეტის ნახვას.
სერვისი რამდენიმე თვეში ამუშავდება.
Facebook-ში იმედოვნებენ, რომ ახალი ფუნქცია მომხმარებელს ქსელში უფრო დიდხანს ამყოფებს, რაც კონკურენტებისთვის სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს.
ცუკერბერგის ამ განცხადების შემდეგ, ონლაინ-გაცნობის სერვისის Tinder-ის აქციები 18%-ით დაეცა, IAC კი 14%-ით გაიაფდა.





