31 მაისი 2021, 04:53
www.imedi.ge
NASA-მ ირმის ნახტომის ცენტრის ახალი გამოსახულება გამოაქვეყნა🌌
ტექნოლოგიები

ფოტო: NASA
გაზიარება
NASA-მ ირმის ნახტომის გალაქტიკური ცენტრის ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ის ბოლო 20 წლის განმავლობაში დაკვირვების შედეგად მიღებული 370 ფოტოსგან არის შედგენილი.
ეს მონაცემები სპეციალისტებმა ტელესკოპ „ჩანდრასა“ და რადიოტელესკოპ MeerKAT-ის მუშაობის შედეგად მიიღეს. ახალი გამოსახულება გალაქტიკის უფრო დიდ ფართობს მოიცავს, ვიდრე ძველი ფოტოები. „ჩანდრას“ მიერ აღმოჩენილი რენტგენის სხივები სტაფილოსფერი, იისფერი, მწვანე და ლურჯი ფერებით არის გამოყოფილი, MeerKAT-ისგან მიღებული ინფორმაცია კი იასამნისფრითა და ნაცრისფრით.






