22 მარტი 2020, 20:05
MagtiCom-ი ინტერნეტის მოწოდების შეფერხების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ტექნოლოგიები

ფოტო: magticom.ge
გაზიარება
MagtiCom-ის აბონენტებს დღეს ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდება. კომპანია ინციდენტს Facebook-ზე გამოეხმაურა.
„გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ მიმწოდებელ კომპანიას, „კავკასუს ონლაინს“ 22 მარტს 17:10 საათზე შეექმნა ტექნიკური პრობლემა, რის შედეგადაც მაგთიკომის აბონენტებს გლობალურ რესურსებთან წვდომა შეეზღუდა“, - ნათქვამია კომპანიის პოსტში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია და მომხმარებლებს შეფერხების გამო ბოდიშს უხდიან.





