მეცნიერებმა შექმნეს არაყი, რომელიც ნაბახუსევს არ იწვევს
ტექნოლოგიები

სამხრეთ კორეის ჩუნგამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ალკოჰოლური სასმელი შექმნეს, რომელიც ნაბახუსევს არ გამოიწვევს. სამხრეთკორეულ არაყს O2 Lin-ი ჰქვია და მისი შემადგენლობა, ტრადიციული კომპონენტების გარდა, ჟანგბადითაა გაჯერებული. ინფორმაციას გამოცემა Life-ი ავრცელებს.
სპეციალისტებით თქმით, ჟანგბადიანი არაყი ორგანიზმზე კოქტეილების მსგავსად მოქმედებს. სასმელი გონებრივ აქტივობას ასტიმულირებს, აუმჯობესებს ტონუსს და ორგანიზმზე ზოგად მატონიზირებელ ეფექტს ქმნის.
თუმცა, არყის მთავარი მახასიათებელი მისი მიღების შემდეგ, დილით, ნაბახუსევის არარსებობაა. როგორ და რა ფორმით გაიყიდება სასმელი სამხრეთ კორეასა და მის საზღვრებს გარეთ, ჯერჯერობით უცნობია.





