imedi
ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვებგვერდების უმრავლესობა ევროპულ სერვერებზეა
ტექნოლოგიები

ბრიტანული ორგანიზაციის Internet Watch Foundation-ის (IWF) მონაცემებით, ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვებგვერდების 60% ევროპულ სერვერებზეა განთავსებული, - წერს გერმანული Sueddeutsche Zeitung-ი. ამ მაჩვენებელში შედის რუსეთის და თურქეთის მონაცემებიც.
გაზეთის ცნობით, ჯერ კიდევ 2015 წელს, მსგავსი მიმართულების ვებგვერდების 57% ჩრდილოამერიკულ სერვერებზე იყო განთავსებული.
ერთი წლის განმავლობაში, ევროპაში ბავშვთა პორნოსთან დაკავშირებული ვებგვერდების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად ეს ტენდენცია ეხება ნიდერლანდებს, სადაც 20972 ასეთი ვებგვერდის 37%-ია. 22% - აშშ-ია, 17% - კანადაში, 11% - საფრანგეთში, 7 % - რუსეთში.
სპეციალისტების თქმით, სტატისტიკა დაკავშირებულია არა ზნეობრივ, არამედ ტექნიკურ საკითხებთან. მათი განცხადებით, ბავშვთა პორნოგრაფია სრულად გლობალიზებული ბიზნესია, მასალას მთელ მსოფლიოსი ამზადებენ და ქსელის საშუალებით ავრცელებენ. ამ კონტენტის მიმწოდებლები მუდმივად ეძებენ ადგილებს ყველაზე კარგი პირობებით, ახლა კი ასეთი პირობები ნიდერლანდებშია, სადაც ევროპასი საუკეთესო ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაა.





