ლევან ჩუგოშვილი
საჯარო რეესტრი ზღვისპირა ქალაქების მონაცემებს Google-ს გაუგზავნის
ტექნოლოგიები

საჯარო რეესტრმა, სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის საველე აღწერითი სამუშაოები დაასრულა.
რეესტრის საველე ოპერატორებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტურისტულად აქტიური არეალები აღწერეს. მათ შორის ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სარფი, გონიო, კვარიათი, ჩაქვი და სხვა ადგილები.
სამუშაოების შედეგად, სრულად აღწერილია 158 კვადრატული კილომეტრი ფართობი. შეიქმნა საზოგადოებრივი მნიშვნელობის გეოგრაფიული მონაცემების ბაზა, რომელშიც 16000-მდე ობიექტია შეტანილი. მათ შორის კვების და განთავსების 2479 ობიექტი, განათლებისა და ჯანდაცვის 710 ობიექტი, 245 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია, 685 საფინანსო დაწესებულება (ბანკები, ბანკომატები, მიკრსაფინანსო ორგანიზაციები), 2966 სავაჭრო ობიექტი, 1173 ობიექტი მომსახურებისა და ტურიზმის სფეროდან, კულტურის, დასვენებისა და გართობის 558 ობიექტი,
საჯარო რეესტრი ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (Google, Tomtom) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებაპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.





